ლოს სანტოსის შტატის კონსტიტუცია
ჩვენ, ლოს სანტოსის მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ლოს სანტოსის მრავალწლიანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
თავი I - ადამიანის ძირითადი უფლებები
მუხლი 1. ყველა ადამიანი ბუნებით თავისუფალი და დამოუკიდებელია და აქვს უფლებები, რომელთა შორისაა სიცოცხლის უფლება და თავისუფლების დაცვა, საკუთრების შეძენა, ფლობა და დაცვა, მშვიდობის, ბედნიერებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 2. ყველა უფლება და თავისუფლება გარანტირებულია და რეგულირდება ამ კონსტიტუციით და ლოს სანტოსის შტატში მოქმედი კანონებით.
მუხლი 3. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და ლოს სანტოსის კანონმდებლობის შესაბამისად ამ შტატის მოსახლეობას, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა.
მუხლი 4 ვინაიდან კარგად ორგანიზებული სახალხო პოლიცია არსებობს თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ხალხის უფლებაა შეინახოს და ატაროს იარაღი. (-) მუხლი 5. არ უნდა დაირღვეს ხალხის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, სახლი და ქონება, არაკანონიერი ჩხრეკისგან. ორდერი გაიცემა მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზებიდან გამომდინარე; ამ შემთხვევაში ორდერი უნდა შეიცავდეს გასაჩხრეკი ადგილის, ამოცნობილი პირების ან საგნების დეტალურ აღწერას. (-)
მუხლი 6 დაუშვებელია დადგენილზე მეტი გირაო ან დადგენილზე მეტი ჯარიმები, რომელიც სცდება ლოს სანტოსის კონსტიტუციას.
მუხლი 7. კონსტიტუციაში გარკვეული უფლებების ჩამოთვლა არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ხალხისთვის მინიჭებული სხვა უფლებების უარყოფა.
მუხლი 8. მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს და დააწესოს გადასახადები მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიერ ნებისმიერი წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.
მუხლი 9. გუბერნატორის უფლებამოსილების ვადა მთავრდება, უფლებამოსილების 30 დღის გასვლის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს მისი ხელახალი არჩევის შემთხვევაში.
მუხლი 10 ლოს სანტოსის შტატი უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლების უფლებას, დისკრიმინაციის გარეშე.
მუხლი 11 ლოს სანტოსის შტატის თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს ოფიციალური წერილით, მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციას, რეფორმებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ.
მუხლი 12. მთავრობის ადმინისტრაციამ არ უნდა გამოიტანოს რაიმე საწინააღმდეგო კანონი რელიგიის დამკვიდრებასთან ან მის თავისუფალ განხორციელებასთან დაკავშირებით, ან შეზღუდოს სიტყვის და პრესის თავისუფლება, ან ხალხის უფლება შეიკრიბოს მშვიდობიანი გზით და მიმართოს მთავრობას საჩივრების დასაკმაყოფილებლად.
მუხლი 13. სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულს უფლება აქვს აწარმოოს საჯარო სასამართლო პროცესი, მოითხოვოს მოწმის გამოძახება, ადვოკატის დახმარება მის დასაცავად, ასევე იმყოფებოდეს ადვოკატთან და პირისპირ მოწმეებთან, რომლებიც ჩვენებას აძლევენ ბრალდებულის წინააღმდეგ ან პირიქით.
მუხლი 14. ლოს სანტოსის შტატის ტერიტორიაზე მოქალაქის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ძალოვანი სტრუქტურები ვალდებულნი არიან დააკავონ კანონდამრღვევი პირი.
მუხლი 15 არავის არ უნდა ჩამოერთვას თავისუფლება ან ქონება კანონიერი პროცესის გარეშე. მუხლი 16 არავინ არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან მეუღლის წინააღმდეგ.
მუხლი 17. კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და მისი წართმევა არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ფლობა ეწინააღმდეგება ლოს სანტოსის შტატში მოქმედ კანონებს.
მუხლი 18 კანონი, (დანაშაული) რომელიც დადგენილია დამამძიმებელ გარემოებაში უკუძალა არ აქვს.
მუხლი 19 სახელმწიფოს ღალატია: მის წინააღმდეგ ომის წარმოება, მტრებთან კოალიციის ჩამოყალიბება, ან მათთვის დახმარების და მხარდაჭერის გაწევა.
მუხლი 20 საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, კანონის შესაბამისად შეიძლება დაწესდეს ინდივიდუალური შეზღუდვები უფლებებსა და თავისუფლებაზე, მათი მოქმედების საზღვრებისა და ხანგრძლივობის მითითებით.
მუხლი 21 ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს შტატში 55 წელზე მეტხანს და არის ან იყო საჯარო სამსახურში, უფლება აქვს მიიღოს საპენსიო შეღავათები ლოს სანტოსის შტატის მთავრობისგან.
მუხლი 22 ლოს სანტოსის შტატში შრომის თავისუფლება გარანტირებულია ხალხისთვის. მონობა აკრძალულია. იძულებითი შრომა აკრძალულია, თუ ის არ არის სასჯელი.
მუხლი 23. მოქალაქეები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, შეიძლება ვადამდე განთავისუფლდნენ გირაოს გადახდისთანავე ლოს სანტოსის შტატის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს უფლება არ ვრცელდება მოქალაქეზე რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი.
მუხლი 24 ლოს სანტოსის შტატში ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, თავისი ქონება, უფლებები და თავისუფლებები ნებისმიერი კანონიერი გზით.
მუხლი 25 არცერთი სხვა კანონმდებლობა არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ლოს სანტოსის შტატის კონსტიტუციას.
თავი II - ხმის მიცემის უფლება
მუხლი 26. სუვერენიტეტის მატარებელი და ძალაუფლების წყარო შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ლოს სანტოსის შტატში, არის მისი ხალხი.
მუხლი 27 ყველა პირს, რომელიც ცხოვრობს ლოს სანტოსის შტატის ტერიტორიაზე და აქვს შეერთებული შტატების მოქალაქეობა, აქვს პოლიტიკურ-კონსტიტუციური უფლება და შეუძლია სრულად ისარგებლოს ამ დებულებებით.
მუხლი 28. ლოს სანტოსის შტატში აკრძალულია ნებისმიერი ფორმით მოქალაქეების ნებისმიერი საარჩევნო უფლების შეფერხება ან იძულება.
მუხლი 29 ლოს სანტოსის შტატში აკრძალულია მოქალაქეების პოლიტიკური მიზეზების გამო
დევნა.
მუხლი 30 ლოს სანტოსის შტატში ყველა არჩევნები ტარდება სახალხო კენჭისყრით. მუხლი 31. არჩევნები და რეფერენდუმი არის ხალხის ძალაუფლების უმაღლესი გამოხატულება ლოს სანტოსის შტატში.
მუხლი 32. თანამდებობის დაკავებისთანავე ლოს სანტოსის შტატის არჩეული გუბერნატორი ვალდებული ხდება დაიწყოს მოვალეობის შესრულება, დანიშვნის დღიდან.